თელავითვითმმართველობა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

0

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ასევე მერისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის წარსადგენი წლიური ანგარიშის ფორმაში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების შესატანად დადგენილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადები განსაზღვრა, რომელსაც საკრებულოს წარუდგენს.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი. კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი სამართლებრივად გამართულია.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის თანახმად, დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მერიისა და საკრებულოს აპარატის ჯამური საშტატო რიცხოვნობის 5%-ს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close