თელავითვითმმართველობა
იყალთოში სასმელი წყლის ჭაბურღილი ეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყობა.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ელეს,, ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 147 719 ლარით ფინანსდება.
როგორც მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, სოფელში ჯამში 2 ახალი ჭაბურღილი მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას.