მთავარი ამბები
დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი, ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული და მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვა შეეძლებათ.