მთავარი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოში 670 მძიმე პაციენტია

0

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში.

3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 231 პირი, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close