საზოგადოება

კომპანია “ფრონტერასა” და ამავე კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა

0

რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია “ფრონტერასა” და ამავე კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა.

კომპნიის პოზიცია დედოფლისწყაროს ნავთობაზის მენეჯერმა, გიორგი ჯანიაშვილმა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად ჩაერიცხება და ეს თანხა 500 ლარი იქნება.

ამ შეთანხმების შემდეგ აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ დაპირებას კომპანია შეასრულებს და წლის განმავლობაში არსებულ დავალიანებებს სრულად გაიასტუმრებს.

“ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოუგო. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close