საზოგადოება

კახეთის 10 დასახლებაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება უფასოდ შეეძლება

0

საჯარო რეესტრი კახეთის რეგიონის 10 დასახლებაში უფასოდ აზომავს და დაარეგისტრირებს ყველა მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ 18 იანვრიდან დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი.

რეგისტრაციის პირველ ფაზაში პროექტის საველე საკადასტრო აზომვითი სამუშაოები განხორციელდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ქ. საგარეჯო; ნინოწმინდა; წყაროსთავი; გიორგიწმინდა; დუზაგრამა; იორმუღანლო; ლამბალო; თულარი; ყანდაურა; შიბლიანი.

რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, როგორიცაა: საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close