ეკონომიკასაზოგადოება

ტომარა ფქვილი 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარით დაფინანსდება/მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა

0

საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პურ-პროდუქტების წარმოებისთვის განკუთვნილი ფქვილის სუბსიდირების მოცულობა ერთ ტომარაზე (50 კგ.) 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარი იქნება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სუბსიდირების გაზრდილი მოცულობა 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე იმოქმედებს.

პროგრამის დაფინანსების ზრდის მიზეზი იმპორტირებული ხორბლის გაძვირებაა. ნედლეულის ფასის ზრდის გამო, მთავრობამ ქვეყანაში პურის ფასების შენარჩუნების მიზნით, სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერს დაიწყო.

სუბსიდიის ბენეფიციარებს პურ-პროდუქტების მწარმოებელი საწარმოებისთვის ტომარა ფქვილის 53 ლარზე ძვირად გაყიდვა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის მინიმუმ 50,000-ლარიანი ჯარიმები არის გათვალისწინებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close