დღის ამბებითელავიკულტურა

გარდაიცვალა კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი ნანა ვახვახიშვილი

გარდაიცვალა კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი ნანა ვახვახიშვილი

გარდაიცვალა, კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი, ნანა ვახვახიშვილი. ქალბატონი ნანა თელავის მუზეუმის გამოცემების სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების კურატორად მრავალი წელი მუშაობდა
მის სახელეთან არის დაკავშირებული თელავის ისტორიული მუზეუმის საქმიანობის პოპულარიზაცია, თელავის ისტორიისა და განაშენიანების შესახებ წიგნებისა და ბროშურების გამოცემა, თემატური გამოფენების ორგანიზება, ვასილ ბარნოვის, იოსებ იმედაშვილის, ვასილ როინაშვილის, სერგო ასლანიშვილის, დავით და რომანოზ გველესიანებისა და თელავში მოღვაწე სხვა გამოჩენილი ადამიანების შემოქმედების შესწავლა და მოსახლეობისათვის გაცნობა.
ნანა ვახვახიშვილი ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო . იგი, ორი წლის წინ მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაცის შედეგად სამსახურიდან გაანთავისუფლეს. როგორც თავად თვლიდა მისი უსაფუძვლო დათხოვნა ერეკლე II-ის მუზეუმიდან, მის მიმართ დიდი უპატივცემულობაცა იყო.
აქვე შემოგთავაზებთ მის მიერ მომზადებულ პუბლიკაციას :
„თელავის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილია ქ.-ნ ქეთ .იაშვილის კოლექციიდან ცნობილი უნგრელი მხატვრის -მიხაი ზიჩის განთქმული ტილოს „ შ. რუსთაველის მიერ „ვეფხისტყაოსანის“ მიძღვნა თამარ მეფისადმი“-ს ერთ-ერთი ვარიანტი.(ორიგინალი).მხატვარმა უამრავი ესკიზი და ტილო შექმნა „ცოცხალი“ სურათების მიხედვით „ვეფხისტყაოსნის „ ილუსტრაციებისთვის ,რომელთაგან საუკეთესო შეირჩა პოემის დასასურათებლად,ხოლო ზოგირთი გათამაშდა საქველმოქმედო ლატარიაში -როგორც ვიცით,იმპერიოდში ილიას თაოსნობით შექმნილი კომისია აზუსტებდა შოთასეულ სტროფებს და ტექსტს ამზადებდა გამოსაცემად, (ქსილოგრაფ გრ. ტატიშვილის მიერ შექმნილი შრიფტი და „თავნი ასონი“ კი მეცენატმა გიორგი ქართველიშვილმა დაამზადებინა <a href=”http://mak.ge/?attachment_id=12792″ rel=”attachment wp-att-12792″><img class=”alignright size-full wp-image-12792″ src=”http://mak.ge/wp-content/uploads/2021/01/117845412_10220517809068814_8131898544856726355_n.jpg” alt=”” width=”692″ height=”960″ /></a>
საზღვარგარეთ). საქველმოქმედო ლატარია თამაშდებოდა იმ პირებზე ,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნულ -საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში და არც შესაწირ თანხას ზოგავდნენ.ერთ-ერთი მათგანი იყო ესტატე ვახვახიშვილი( გიგოს ძმა და შვილი ბარბარე ანდრონიკაშვილისა -გიორგი მეთორმეტის შვილიშვილისა). სწორედ მან მოიგო ლატარიაში ზემოხსენებული ტილო.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატიას ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონება,რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა …..
ქეთევან იაშვილის პირველი მეუღლე ( თარხნიშვილი),ენათესავებოდა ვახვახიშვილებს და ამ ოჯახში ჰქონდა ნანახი ეს სურათი. მოგვიანებით, კოლექციის შეგროვებისას ერთ-ერთი მევახშისაგან შეუძენია ნაცნობი ტილო.
მასალა მოამზადა ნანა ვახვახიშვილმა “
მთავარი ამბები კახეთიდან მწუხარებას გამოთქვავს ღირსეული თელაველის და განათლებისა და კულტურის უბადლო მუშაკის
ნანა ვახვახიშვილის გარდაცვალების გამო, და თანაუგრძნობ თელავს,

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close