მთავარი ამბები

კახეთში კორონავირუსით 92- ე პაციენტი გარდაიცავალა

0

კახეთში კორონავირუსით 92- ე პაციენტი გარდაიცავალა. ლეტალური შემთხვევა ცოტა ხნის წინ საგარეჯოს” ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში დაფიქსირდა. დაღუპული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო.

ცოტა ხნის წინ განახლდა ეპიდემიოლოგიური სტატისტიკაც. დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები
10 107- მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულების 14 კონტაქტი სპეციალისტების მიერ უკვე მოძიებულია. ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგები ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური ვითარება ასე გამოიყურება: ახმეტა-687, გურჯაანი-2194, დედოფლისწყარო -729, თელავი -2315, ლაგოდეხი – 1411, საგარეჯო -1226, სიღნაღი-702 და ყვარელი -843.

ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 1842 მოქალაქე, აქედან 1713 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 126 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 1105- ია, თვითიზოლაციიდან კი 106. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 92- ს მიაღწია და ამ რიცხვმა 8 173- გაიზარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close