სამართალი

პანკისში მეზობლების დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

0

პანკისში, მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს.

მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია. გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის კაცია.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close