საზოგადოება

დავით მრელაშვილი-,,გასაგებია რომ სინათლე (ვაქცინა) გამოჩნდა გვირაბის ბოლოში, პიკი გადავიარეთ(?), მაგრამ შეზღუდვების მოხსნა ცოტა მეადრევება”

0

,,გასაგებია რომ სინათლე (ვაქცინა) გამოჩნდა გვირაბის ბოლოში, პიკი გადავიარეთ(?), მაგრამ შეზღუდვების მოხსნა ცოტა მეადრევება.”-ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვების მოხსნა ცოტა ნაადრევია და მოსახლეობას რეგულაციებისა დაცვისაკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ, მრელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, უცვლელი ფორმით…

,,B.1.1.7 is on my mind👇
გასაგებია რომ სინათლე (ვაქცინა) გამოჩნდა გვირაბის ბოლოში, პიკი გადავიარეთ(?), მაგრამ შეზღუდვების მოხსნა ცოტა მეადრევება.
წესების დაცვით შეიძლებაო, არის ასეთი კომპეტენტური აზრიც, მარა ფარნავაზ მეფის დროიდან დაუმორჩილებლები ვართ ეს ქართველები – და ახლა დიდი იმედი არ მაქვს რომ საკმარისად დავიცავთ წესებს თუ ამაში სამართალდამცავები არ “დაგვეხმარნენ”.

ირლანდიაში გაუმრავლდათ ახალი შტამი, და იანვრის პირველ 10 დღეში გაუოთხმაგდათ შემთხვევები. არა და ჩვენზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდათ.

ასე რომ ვიფრთხილოთ, ცოტაღა დაგვრჩა და ბოლოსკენ არ გავაფუჭოთ ავად თუ კარგად გადატანილი საუკუნის ჭირი.
თუ რა ჯობია ამაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება. მე ჩემი აზრი და რის საფუძველზე ვფიქრობ ასე – ეგ ფაქტი მოგახსენეთ🦠😷 💪-წერს სოციალურ ქსელში,  დავით მრელაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close