მთავარი ამბები
კახეთში კორონავირუსით 87- ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 87- ე პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირებული 75 წლის კაცი იყო, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკიდრია და თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ცოტა ხნის წინ, რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რაოდენობა 9,782- მდე გაიზარდა.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე მკურნალობას 1, 867 პაციენტი გადის, აქედან 1, 724 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 142 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი ისევ 1,068- ია.
ვირუსი სულ 7, 819 – მა მოქალაქემ დაამარცხა.