პოლიტიკა

რას გულისხმობს არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარება-მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა

0

თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია, ბიულეტენის აპარატში განთავსება, საარჩევნო პროცესის ლაივტრანსლირება და ელექტრონული დათვლა – ეს ის ცვლილებებია, რომლითაც საქართველო მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას გეგმავს, თუმცა პროცესი ელექტორატის კვლავ უბანზე მისვლას მოითხოვს. საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანხმდებიან, ესტონეთის მოდელს ეფუძნება. იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით 2021 წლის არჩევნები ისტორიული ცვლილებით ჩატარდეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ტექნიკის შეძენა და კადრების გადამზადება მოუწევს.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები არჩევნების შედეგების დათვლისას გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას და საქართველოში გადაიჭრება დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიანი პრობლემა. ასევე, არჩევნების ელექტრონულად წარმართვის შედეგად, ქვეყნის ამომრჩეველს შედეგების გაგების შესაძლებლობა კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მიეცემა.

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა დაწყებულია. დოკუმენტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე, თებერვლის ბოლომდე იგეგმება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close