მთავარი ამბები

სოფელ მატნის მკვიდრი, 79 წლის კაცი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა

0

კახეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. mak.ge-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ვირუსს ემსხვერპლა 79 წლის კაცი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის რაიონულ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.

რამდენიმე წუთის წინ გახდა გახდა ცნობილი ახალი დაინფიცირებულების შესახებ, რომელთა რიცხვი 33- ია.

რეგიონის მასშტაბით COVID-19 სულ 9,693 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სურათი ასეთია:

ახმეტა-668, გურჯაანი-2084, დედოფლისწყარო -716, თელავი -2238, ლაგოდეხი – 1348, საგარეჯო -1170, სიღნაღი-661 და ყვარელი -808. ამ ეტაპზე მკურნალობას 1855 მოქალაქე გადის, მათ შორის 1723 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი 931- ია.

ბოლო რამდენიმე თვეში კორონავირუსით 7,719 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close