თვითმმართველობა

მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

საგარეჯოს მუნიციპალიტეტეში, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსი გილაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა.

ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო ქ. თელავში, ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იქნა დაფინანსებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close