2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში ახალი საგანი დაინერგება

განათლების სამინისტროს განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლებში ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ დაინერგება.
„აქამდე არსებული სტანდარტის მიხედვით, საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ (ისტ) გათვალისწინებული იყო მხოლოდ I (არჩევითი), V და VI კლასების სასწავლო ბადეში. განხორციელებული ცვლილების შედეგად, დაწყებითი საფეხურის II, III და IV კლასებში ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით შევა აღნიშნულ კლასებშიც, რაც სწავლების თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს აღნიშნული საგნის უწყვეტ სწავლებას დაწყებით საფეხურზე“ – წერია დოკუმენტში.ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ სკოლებს შეეხება ბრძანება და ასევე, სამინისტროში არ აქვთ პასუხი, თუ ვინ უნდა ასწავლოს ახალი საგანი სკოლებში.