ლაგოდეხიმთავარი ამბები

სოფელ ჭაბუკიანში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა შპს “საფინანსო ორგანიზაცია საქართველო”-ს დირექტორისა და მათივე თანასოფლელის, თამარ მეტრეველის გათასუფლებას ითხოვენ.

მეტრეველის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციას 40- მდე ადგილობრივი ესწრება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მეტრეველს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ ვერდიქტი, რომელიც მას სასჯელის სახით მოსამართლემ მისცა, მიუღებელია. მოსახლეობა ამ პროცესში ხელისუფლებას დამხარებას სთხოვს.

თამარ მეტრეველი 2017 წელს დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის 182- ე მუხლის მე- 2 ნაწილით, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვას გულისხმობს. მეტრეველს აღკვეთი ღონისძიების სახით 7 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close