მთავარი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

ვინ უწოდებს კარვებში მყოფ ხალხს ბომჟებს?! – დავით ბეჟუაშვილი ენმ-ს გაემიჯნა

ვინ უწოდებს კარვებში მყოფ ხალხს ბომჟებს ?! - დავით ბეჟუაშვილი ენმ-ს გაემიჯნა

0
თელავში ენმ-ს ერთ ერთი მხარდამჭერი და სამოქალაქო აქტივისტი დავით ბეჟუაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კარავშ მყოფი აქტივისტებს ენმ-ს ერთ- ერთი  წევრი მათ ბომჟებად მოიხსენიებს, რაც ბეჟუაშვილისთვის მიუღებელია.
„ვიცი რასაც აქ დავწერ ბევრს ეწყინება, და ბევრსაც გაუხარდება.
მინდა გითხრათ რომ ჩემთვის ყოველთვის ნაც.მოძრაობა ასოცირდებოდა მიხეილ სააკაშვილთან, ასევე ყოველთვის ვიყავი ამ პარტიის ჩვეულებრივი ამომრჩეველი, მოყოლებული ვარდების რელუციიდან და მანამდეც( ზოგიერთივით მიშას წინააღმდეგ არასდროს მიბრძოლია)
ეხლა კი მინდა გითხრათ რომ ჩემთვის ამ პარტიამ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, რაც გამოწვეულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, ვაშაძის ამ ფორმით წასვლა იყო ჩემთვის პირადად შოკი(ფაქტიურად შუა ოკიანეში გემიდან კაპიტანი გადახტა).( მე პირადად ღია კენჭის ყრაც დიდ სისულელეთ მეჩვენა, როცა პარტიას ყავს 500 000 ამომრჩეველი და აქედან მხოლოდ 20 000-მა მიიღო მონაწილეობა, გამოდის რომ ღიაობის გამო ათი ათასობით ადამიანმა თავი შეიკავა)
დღეს ასევე გავიგე რომ თურმე ნაც მოძრაობის ერთ ერთი რიგითი წევრი კარვებში მყოფ ხალხს აღიქვამს როგორც ბომჟებად, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.(აქვე დავწერ, ყოვლად მიუღებელია ჩემთვის შენი თანამებრძოლი მოიხსენიო უღირსად, მარტო ამ ფაქტს არ ეხება , აქამდეც იყო სხვა უღირსი სიტყვები გამოყენებული სხვადასხვა ადამიანების მიმართ, ვინც კარვების თემასთან ასოცირდება, ხოლო დღევანდელი ფაქტი ჩემთვის იყო პიკი)
ბევრს აღარ დავწერ, მე ვიბრძოლებ მხოლოდ იმ ხალხის გვერდით ვინც იქნება წინა ხაზე ოლიგარქთან ბრძოლაში.
და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ექნება ჩემი მხარდაჭერა ყოველგვარი პარტიული შეხედულებების და ინტერესის გარეშე, ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ ის ქვეყანაში არ დაბრუნდება, ოღონდ მომიწევს სხვა მხრიდან და სხვა ფრონტიდან ბრძოლა.
ცივი წყალი მიირთვით ვისაც ეს სტატუსი გეწყინებათ.“- წერს ბეჟუაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close