მთავარი ამბები

კახეთში, კორონავირუსით კომპანია “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი გარდაიცვალა

0

კახეთში, კორონავირუსით კომპანია “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი გარდაიცვალა. 37 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდან იყო.

mak.ge- ის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 10 დეკემბერიდან მკურნალობდა, თუმც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე მძიმე იყო. ექიმების თქმით, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია და პნევმონია.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეგიონში ვირუსს 50 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქე ემსხვერპლა. ბოლო 12 საათში კახეთში კორონავირუსის 40- მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია სულ 59 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close