დღის ამბები

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 907 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, – ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 12 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­სა და მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

“ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 18 907 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 11 064 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტით და 7 843 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 907 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 187 006-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 3 780 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და – 154 241-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 50 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 1 744 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 907 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 1 588 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა – 333, იმე­რე­თი – 599, ქვე­მო ქარ­თლი – 263, შიდა ქარ­თლი – 263, გუ­რია – 114, სა­მეგ­რე­ლო – ზემო სვა­ნე­თი – 299, კა­ხე­თი – 243, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი – 83, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი – 94, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი – 28.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 30 995, სა­ი­და­ნაც, 6 817 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში – 2 925, აჭა­რა­ში – 910, იმე­რეთ­ში – 1 377. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 1 165 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში-529, აჭა­რა­ში – 151, იმე­რეთ­ში – 267. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 442 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში – 209, აჭა­რა­ში – 54, იმე­რეთ­ში – 59. 3 227 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 1 111 – თბი­ლის­ში, 1 506 – აჭა­რა­ში, 307 – იმე­რეთ­ში. 20 951 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 1 012 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 280, აჭა­რა­ში – 145, ხოლო იმე­რეთ­ში – 28.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან – 11 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია – 20 243 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 51 190 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში – 20 098 პირი, აჭა­რა­ში – 9 912, იმე­რეთ­ში – 5 828, – გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close