სპორტი

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტულ-შემეცნებით ონლაინ თამაშებს ატარებს

0

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტულ-შემეცნებით ონლაინ თამაშებს ატარებს,
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ
კომიტეტთან შეთანხმებით.

ოლიმპიადის მიზანი და მონაწილეები:

საქართველოს სასკოლო სპორტულ-შემეცნებით ონლაინ ოლიმპიადა ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაციის საპილოტე პროექტია, რომლის მიზანია პანდემიის პირობებში, დისტანციური
რეჟიმის ფორმატში მოსწავლეთა ჩართულობა და მათთვის სპორტულ-შემეცნებითი უნარ-ჩვევების
განვითარების ხელშეწყობა.

პილოტის ფარგლებში სპორტულ-შემეცნებით ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრალური ქალაქის (თბილისი, თელავი, ახალციხე, მცხეთა, გორი,
რუსთავი, ამბროლაური, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი) და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების VII-VIII-IX-X-XI და XII კლასების მოსწავლეთა გუნდებს.
თითოეული სკოლის გუნდი შედგება მაქსიმუმ 8 მოსწავლისგან და 2 მასწავლებლისაგან.

ოლიმპიადის საშეჯიბრო სისტემა:

I ტური (შესარჩევი)- მონაწილეობას იღებენ სკოლის VII–VIII–IX–X–XI-XIIკლასის მოსწავლეებისგან
შემდგარი გუნდები, მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებით;
II ტური (ნახევარფინალი) – მონაწილეობას იღებენ შესარჩევ ტურში გამარჯვებული სკოლის
გუნდები.
III ტური (ფინალი)-მონაწილეობას იღებს II ტურში გამოვლენილი 3 საუკეთესო გუნდი;

ნამუშევრების (პრეზენტაციების) ფორმატი:
ნამუშევრები სრულდება WORD-ის ფორმატში, რომელიც ყოველ ეტაპზე გადაეგზავნება ელექტრონულად
ან/და წარედგინება მატერიალური სახით საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ
ფედერაციას.
ნამუშევრების განხილვა ხორციელდება ღია განხილვის წესით, განხილვის პროცესში შეიძლება
გამოყენებულ იქნას ვიდეო-პროექტორი (გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის მოთხოვნით დასაშვებია

 

ავტორთა მიერ ნამუშევრის წარდგენა/პრეზენტაცია).
გვერდების რაოდენობა: მაქსიმალური რაოდენობა – 10 (თავფურცელისა და ბოლო გვერდის ჩათვლით).

ნამუშევრების განხილვისა და შეფასების წესი:

პრეზენტაციების განხილვას, შეფასებასა და გამარჯვებული გუნდის
ნამუშევრების გამოვლენას ახდენს შესაბამისი ეტაპისთვის დაკომპლექტებული კომისია. კომისიის
შემადგენლობას, გარდა შესარჩევი ეტაპისა, ადგენს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაცია.
I ტური (შესარჩევი) – სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობას იღებს
სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული 1 გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არის მაქსიმუმ 8
მოსწავლე და 2 პედაგოგი. პედაგოგი შესაძლებელია იყოს როგორც სპორტის სპეციალისტი, ასევე
ნებისმიერი დისციპლინის, რომლის სწავლებაც მიმდინარეობს სკოლაში.
პირველ ტურში კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ნამუშევრების განმხილველი ორგანიზაცია.
II ტური (ნახევარფინალი) – ნახევარფინალურ ეტაპში მონაწილეობას იღებს შესარჩევ ეტაპში მონაწილე
საუკეთესო შედეგის მქონე 12 გუნდი (თითო რეგიონიდან თითო სკოლის გუნდი).
კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული
ფედერაცია.
III ტური (ფინალი) – ფინალურ ეტაპში მონაწილეობას იღებს ნახევარფინალურ ეტაპში მონაწილე და
კომისიის მიერ გამოვლენილი 3 საუკეთესო გუნდი. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. ფინალურ ეტაპზე შესაძლებელია
მოხდეს სამივე ნამუშევრის ვერბალური წარდგენა (პრეზენტაცია) კომისიის წინაშე.

ნამუშევრების შეფასება:
თითოეული კომისიის წევრი ნამუშევრებს აფასებს შვიდი კრიტერიუმითა და 10 ქულიანი სისტემით.
დაგროვებული ქულების ჯამური მაჩვენებლით ვლინდება გამარჯვებული ნამუშევარი. ქულათა
მაქსიმალური რაოდენობა – 70.
ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:
ნამუშევრების (პრეზენტაციები) შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი და შეფასების სისტემა
იხილეთ მე-7 გვერდზე.
წერითი ნამუშევრის შეფასებისას ქულების განაწილების საკითხი განისაზღვრება შემდეგი
კომპონენტების შეფასებით:
• ანალიზი – რაც გულისხმობს, რომ თემაში წარმოდგენილია საკითხის სიღრმისეული, გააზრებული
ანალიზი. გამოკვლეულია ავტორის, ავტორთა ჯგუფის პოზიცია/შეხედულებები აღნიშნული
საკითხისადმი;

 

• თხრობის ორგანიზება – შინაარსი არის გამართული, აზრები თანმიმდევრულადაა გადმოცემული,
აბზაცები ერთმანეთს ლოგიკურად უკავშირდება;
• თემის სტრუქტურა – თემა შესრულებულია აკადემიური წერის პრინციპების სრული დაცვით.
თემას აქვს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;
• თემა სტრუქტურულად გამართულია – შინაარსი თანმდევრულადაა გადმოცემული
ერთმანეთისგან გამოყოფილი აბზაცებით. თემის ნაწილებს შორის ლოგიკური კავშირებია;
• სტილი, ლექსიკა – თემა სტილისტურად გამართულია, თემის წერის დროს გამოყენებულია
მდიდარი ლექსიკური მარაგი. ნაწერი შესრულებულია გამართული ქართულით. თემის შინაარსი
დაწერილია მარტივი ენით;
• ვიზუალური მხარე – თემაში გამოყენებულია მდიდარი ვიზუალური მასალა. თემის ფონი არის
შინაარსთან მორგებული, შინაარსთან ადაპტირებული.
• პრეზენტაციის წარდგენა – (იხილეთ ფინალური ეტაპის აღწერა);
• შემოქმედებითობა – თემაში ჩანს ავტორის/ავტორთა შემოქმედებითი ხედვა, საკითხისადმი
დაინტერესებული მიდგომა.


ოლიმპიადის მიმდინარეობის აღწერა და ვადები:
I ტური – შესარჩევი (16 ნოემბერი – 16 დეკემბერი 2020 წელი)
მონაწილეობას იღებენ სკოლის VII-VIII-IX-X-XI-XII კლასების მოსწავლეთა გუნდები. თითოეული
გუნდი შედგება მაქსიმუმ 8 მონაწილისა და 2 მასწავლებლისაგან.
თითოეული გუნდი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ
მიწოდებულ თემაზე, Word-ის ფორმატში. გუნდის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთთან ფიზიკური
კონტაქტის გარეშე დისტანციურად იმუშავონ თემაზე. სკოლა პრეზენტაციას, გუნდის განაცხადის
ფორმასთან ერთად, ელექტრონულად უგზავნის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ
ფედერაციას. (ელ ფოსტის მისამართი მითითებულია დებულების ბოლო გვერდზე). ფედერაცია მიღებულ
ნამუშევრებს რეგიონების მიხედვით აწვდის შესაბამისი რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციას, რომელიც გამოავლენს რეგიონის სახელით ერთ საუკეთესო ნამუშევარს და 2020 წლის
31 დეკემბრამდე ელექტრონულად ან/და მატერიალურად წარუდგენს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო
სპორტის ეროვნულ ფედერაციას.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულს გამოავლენს აჭარის ოლიმპიური
კომიტეტი.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულს გამოავლენს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
თბილისის გამარჯვებულს გამოავლენს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული
ფედერაცია.
თემას თან უნდა ახლდეს:
თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნება მოსწავლეთა სახელი და გვარი, სკოლა, კლასი,
მასწავლებლის სახელი და გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია.
თემა უნდა იყოს არაუმეტეს 10 და არანაკლებ 5 გვერდისა;
გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი უნდა ერთვოდეს ბოლოში;
თემა იწერება შემდეგი წესების გათვალისწინებით:

თემის სათაური (სათაური იწერება შუაში 14 ზომის შრიფტით).
თემის ძირითადი ტექსტი იწერება 12 ზომის შრიფტით.
ხაზებს შორის დაშორება 1.5.
ტექსტი შესრულებული უნდა იყოს „Sylfaen” ან “Acadnusx”-ით.

II ტური – ნახევარფინალი (01 თებერვალი-15 მარტი 2021 წელი)
II ტურში მონაწილე გუნდები არიან, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციაში შექმნილი კომისიის მიერ, I ტურში გამოვლენილი საუკეთესო 12 ნამუშევრის ავტორი
სკოლები. II ტურის დაწყებამდე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია,
ნახევარფინალში გასულ ყველა სკოლის გუნდს მიაწვდის ნახევარფინალური ეტაპისთვის შექმნილ
ბიულეტენს. ბიულეტენის მიხედვით განსაზღვრული იქნება ახალი თემები, რომლებზედაც უნდა
იმუშავონ გუნდებმა და შექმნან ახალი ნამუშევრები. ნამუშევრის ფორმატი და სტანდარტი
განსაზღვრული იქნება ახალ ბიულეტენში.
კომისია, წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან ავლენს სამ საუკეთესო ნამუშევარს.
კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული
ფედერაცია.
III ტური – ფინალი (15 აპრილი-31 მაისი 2021 წელი)
III ტურში მონაწილე გუნდები არიან, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული
ფედერაციის კომისიის მიერ, II ტურში (ნახევარფინალი) გამარჯვებული სამი საუკეთესო ნამუშევარი.
მესამე ტურის დაწყებამდე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ფინალში
გასულ სამივე სკოლის გუნდს მიაწვდის ფინალური ეტაპისთვის შექმნილ ბიულეტენს. ბიულეტენის
მიხედვით განსაზღვრული იქნება ახალი თემები, რომლებზედაც უნდა იმუშავონ გუნდებმა და შექმნან
ახალი ნამუშევრები, როგორც Word-ის, ისე Power Point-ის საპრეზენტაციო ფორმატში.
ფინალური ნამუშევრების შეფასება მოხდება 2 ეტაპად.
პირველი ეტაპი – Word-ის ფორმატში შესრულებული ნამუშევრის შეფასება კომისიის მიერ;
მეორე ეტაპი – კომისიის წინაშე Power Point-ის საპრეზენტაციო ფორმატში შესრულებული ნამუშევრის
წარდგენა გუნდის მიერ. პრეზენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული დრო შეადგენს 10 წუთს.

ვერბალურად პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება მოხდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

პრეზენტაცია წარმოდგენილია Power Point-ის ფორმატით.
პრეზენტაციის ბეჭდური ნაწილი შესრულებულია პრეზენტაციის გაფორმების წესების სრული
დაცვით.
პრეზენტაციის წარდგენა მოხდა განკუთვნილ დროში (10 წუთი).
წარმდგენმა (წარმდგენებმა) საზოგადოებას ამომწურავად გააცნო თემის არსი.
წარმდგენმა უპასუხა კითხვებს (არსებობის შემთხვევაში).

კომისია, წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან ავლენს სპორტულ–შემეცნებითი ოლიმპიადა Online-
ის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდების რეიტინგს.

I ტურის საკონკურსო თემები:
სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის საკონკურსო თემებისა და ეტაპების შესახებ დაიგზავნება ცალკე
ბიულეტენი.
სკოლის გუნდი ირჩევს ჩამოთვლილი თემებიდან ერთს:
– ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები;

– ჩვენი მსოფლიო ჩემპიონი – გზა ჩემპიონობამდე.

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის ონლაინ ფორმატის ჯილდოები
ოლიმპიადის ჯილდოებია:
1. თასი;
2. მედალი;
3. საპატიო დიპლომი;
4. სიგელი;
5.სამახსოვრო საჩუქარი.

შენიშვნა: საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია იტოვებს უფლებას
დააწესოს ზემოჩამოთვლილი ჯილდოებიდან ყველა, რამოდენიმე ან ერთ-ერთი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close