ბლოგები

,,მე მიყვარს ღამე, რადგან ფიქრები იწყებს ხმაურს…”

0
როგორ უხდება ღამეს წვიმის ხმა…რომ რაღაც მაინც სიჩუმეს არღვევს… ფოთლების შრიალი… ზამთრის ცივ და სუსხიან ღამეებს,  ბუნების საოცარი ხმები სხვა სამყაროზე რომ დაგაფიქრებს, შეგიტყუებს და აურზაურში გაგხვევს…
დაწოლიდან დაძნებამდე ხომ არის წამი, როცა ჩვენი თავი ყველამ ვიცით…როცა ვერ გაექცევი, ვერ  მოატყუებ, ვერ დამალავ… ამიტომაც არის ღამე ასეთი შეუდარებელი…
როდესაც მარტო რჩები, ხვდები რომ ყველაზე ძლიერს ეძებ საკუთარ ,,მე”-ში.. ხვდები, აცნობიერებ და ებრძვი საკუთარ სამყაროს. გინდა  იყო ძლიერი, თავდაჯერებული…მაგრამ…მაგრამ…
და არ არსებობს მაგრამ!..
მე რომ შემეძლოს, ყველას გონებიდან გავფილტრავდი ნეგატიურ განცდებს და მხოლოდ სიყვარულისა და ბედნიერების მომენტებს დავტოვებდი… დაა მაინც.. ვისთვის რა არის ბედნიერება? ბევრჯერ მიფიქრია, დავკარგულვარ პასუხებშიც… ბევრისთვის ბედნიერება კარგი სამსახური, ძვირადღირებული ფეხსაცმელი ან თუნდაც ნებისმიერი მატერიალური უზრუნველყოფაა, თუმცა ბედნიერება ხომ ყოველდღიურობაში შეგრძნობილი დეტალებით ტკბობაა. ბედნიერება ხომ ჩვენშია… გაეცით ის და დააავადეთ გარშემომყოფებიც ამ გრძნობით… უთხარით, რომ გიყვართ, უთხარით, რომ ბედნიერი ხართ მისი არსებობით, უთხარით…

ყველა მშობელი, შვილი, მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი, იმსახურებს და ღირსია რომ თავი სრულყოფილად იგრძნოს…

ნუ შეიცვლები, ნუ დაემსგავსები სხვას,არ ჩაახშო შენში მებრძოლი… არავის მისცე უფლება, შენს ფიქებში შემოიჭრას და დაუკითხავად იქექოს მასში…  ამ დროს საკუთარი თავის გამოცდის წინაშე დგები….
ყველაფერზე თქვი უარი, რაც შენი სულის თავისუფლებას გართმევს, რადგან შენ შენი ინდივიდუალურობით ფასობ და არა იმით თუ სხვამ როგორ გამოგძერწა სათავისოდ…
მე პირადად არასდროს არ მინდოდა და არც არასოდეს მოვინდომებ, რომ ვინმეს ვგავდე, თუმცა ბევრ ადამიანს იმდენად უჭირს საკუთარი თავის პოვნა, რომ ურჩევნია ყველაფერში, თვით საუბარში და ჩაცმულობაშიც კი სხვას და არა საკუთარ თავს გავდეს…
 ეს კი უკვე სხვაზე დამოკიდებულს გაგხდის, ანუ არასტაბილურს, მართვადს და უსუსურს…
ასე, რომ გაუფრთხილდით საკუთარ პიროვნებას, საკუთარ ,,მეს” და ყოველთვის იყავით ის, რაც ხართ…
დაა, ისევ… მე მიყვარს ღამე, რადგან ფიქრები იწყებს ხმაურს…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close