საზოგადოება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუფიქსირდათ

0

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ორგანიზმში ვირუსის არსებობა მერიის სხვა თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ. mak.ge- ის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა ინფრასტრუქტურის განყოფილებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსებზე.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის თანამშრომლები მუშაობას მორიგეობის გრაფიკით აგრძელებენ.

დღეს კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში კი ამ რიცხვმა 4,400-ს გადააჭარბა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close