ეკონომიკასაზოგადოება

სავაჭრო ცენტრების დირექტორები რეკომენდაციების დაცვით ობიექტების გახსნას ითხოვენ

0

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელები ერთობლივ სამოშაო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ბიზნეს ომბუდსმენსა და ხელისუფლებას მომავალ კვირაში გააცნობენ.

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების დირექტორები დღეს შეიკრიბნენ და ერთობლივი სამოშაო გეგმა შეიმუშავეს. დირექტორების განცხადებით, წინასაახალწლოდ რამდენიმე დღით დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს არ გამოიღებს. ამდენად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები რეკომენდაციების სრული დაცვით და ისინი მზად არიან, საამისოდ გაზრდილი სამუშაო საათებითაც იმუშაონ, ვიდრე წინასაახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე დღით მუშაობდნენ.

„ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, რომელიც გვინდა მთავრობას გავაცნოთ. ვთხოვ ბიზნესომბუდსმენს, რომ ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close