მთავარი ამბები

კახეთში, კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

0

კახეთში, კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

კერძოდ, ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსში” გადიოდა.

COVID-19- ის დიაგნოზით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. პაციენტი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.

მედიკოსების განმარტებით, ორივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში, კორონავირით, კახეთის რეგიონის მასშტაბით სულ 26 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close