ეკონომიკა

“პური არ გაძვირდება” – მთავრობა ფქვილის ფასს 10 მილიონით დაასუბსიდირებს

0

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პურზე ფასი არ მოიმატებს”, – ეს განცხადება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დარგობრივის ასოციაციების პროგნოზს შეეხებოდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მომავალი კვირიდან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასს დაასუბსიდირებს. გარდა ამისა, მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი საკმარისია და მიწოდების წყვეტა არ იქნება.

ფქვილის ფასი ქვეყანაში ძვირდება და ეს შეიძლებოდა პურის ფასზე ასახულიყო. გაკეთდა განცხადებები ასოციაციების მიერ, რომ განიხილებოდა სუბსიდირების გარკვეული სქემები. ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. პური განსაკუთრებული პროდუქტია, ამიტომ ვმუშაობდით მუდმივად და შედეგად, მთავრობამ გადაწყვიტა, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასის სუბსიდირება ისე, რომ შევინარჩუნოთ ის ფასი, რაც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. სუბსიდირება მომავალი კვირიდან განხორციელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, განისაზღვრა, რომ 1 ტომარა, 50 კგ-იანი პურის ფქვილის ფასი არის 53 ლარი და წისქვილები ამაზე მეტ ფასად ფქვილს არ გაყიდიან.

 რამდენიმე საათის წინ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა მთავრობას მიმართა და ხორბლის, ფქვილისა და შესაბამისად პურ-პროდუქტების ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ასოციაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც გაანალიზებულია ის ფაქტორები, რაც ქართულ ბაზარზე ხორბლისა და პურის ფქვილის ზრდის განმაპირობებელია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close