საზოგადოება

,,ყველა მოეგოს გონს და თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ნიღბის გამოყენებით და დისტანციის დაცვით…”-დავით მრელაშვილი

0

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგი და ტელემედიცინის სპეციალისტი დავით მრელაშვილი, კვლავ აქტიურად ერთვება პანდემიასთან ბრძოლაში. მისი განცხადებით, ის ამ ბრძოლაში როგორც ექიმი და რიგითი მოქალაქე ერთვება.

ტელემედიცინის სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს:

,,როგორც ჩანს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც ექიმი, თუ როგორც რიგითი მოქალაქე, და გარკვეულ საკითხებს აქვე დავაფიქსირებ ვიდრე რაიმე გაუგებრობას გამოიწვევდეს:

1) მინიმუმ პანდემიის დროს მე ვარ პოლიტიკურად აბსოლუტურად ნეიტრალური, ვთანამშრომლობ ყველა იმ ადამიანთან თუ სტრუქტურასთან ვინც სურვილს გამოთქვავს ან ქმედებას რამით დაეხმაროს ხალხს და მძიმე სიტუაციას, ეს იქნება ოპოზიცია თუ მოქმედი მთავრობა. მყავს მეგობრები, ნაცნობები როგორც ერთში, ისე მეორეში, და ორივე მხრიდან საკმაოდ პროდუქტიული ქვეყნის საქმე უკვე გაკეთდა ან კეთდება.

2) უკვე არის გარკვეული მცდელობები ჩემი დაპოსტილი ფაქტების გაპოლიტიკურების – თუმცა ეს ნამდვილად არ მადარდებს, და არც ხელს მიშლის, უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას რომ ორაზროვნება არ იყოს მისთვის ვინც შეიძლება პოლარიზებულ ჭრილში ჩემი ნათქვამის გაშუქება არასწორად გაიგოს.

3) ის თუ რა “უნდა გაკეთებულიყო”, და რა “ვერ გავაკეთეთ დროზე” – ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, მეც ჩემი, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში წარსულის ქექვაზე დროს არ ვხარჯავ, და კონცენტრაცია მაქვს მიმართული აწმყოს და უახლოეს მომავალზე.

4) ნებისმიერი ფაქტს რის კონსტანტაციასაც ვაკეთებ არის მყარად დასაბუთებული – აქვს მხოლოდ ერთ მიზანი – მოსახლეობას დაანახოს რეალური საფრთხე პანდემიის, რათა ყველა მოეგოს გონს და თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ნიღბის გამოყენებით და დისტანციის დაცვით. ამ ორი უძლიერესი იარაღით ჩვენ ნებისმიერ მთავრობის (მათ შორის საქართველოს) ზომებზე ძლიერი ვიქნებით და უკეთესი შედეგი გვექნება.
ამ თემას აღარ დავუბრუნდები, არ ღირს დროის კარგვად, თუმცა მედია საშუალებებსაც მოვუწოდებ – მაქსიმალურად სამედიცინო კუთხით შემოიფარგლონ ჩემთან ინტერვიუს დროს და ინტერვიუს შემდეგ გაშუქებით, სხვაგვარად უბრალოდ შევწყვეტ მათი მეშვეობით საკითხის გაშუქებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას და საუკეთესოს გისურვებთ!”-დავით მრელაშვილი

დავით მრელაშვილის შესახებ სტატიები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

,,კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებელია ვიმოქმედოთ არა ემოციებით, არა ნებისმიერ ექსპერტთა მოსაზრებით…”-დავით მრელაშვილი

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“ რეგიონში ერთადერთი კლინიკაა, რომელიც ბინაზე პაციენტების მართვას ვიდეო კონსულტაციებით ანხორციელებს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close