საზოგადოება

24 ნოემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

0

24 ნოემბრამდე საქართველოს მთაში თოვლი და ქარბუქია მოსლოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დღის ბოლოდან, 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close