ახმეტასაზოგადოება
ოჟიოში ხანძარის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ხანძარის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. მთლიანად განადგურდა იქ არსებული საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებულია თელავის და ახმეტის სახანძრო- სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის აალების მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.
ადგილობრივი მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და დაზარალებულ ოჯახს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ.