არჩევნები

“ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა”-პლატონ კალმახელიძე

0

“ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით. მინდა მივულოცო ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”- განაცხადა ქართული ოცნების “ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

პლატონ კალმახელიძე ამომრჩეველს დნობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის მიმდინარეობა იყო დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, რომელმაც მიუხედავად ამინდის და ეპიდემიური ვითარებისა, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დაგვიჭირა მხარი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს აქტივიტს, წევრს, აგიტატორს თუ ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს გამარჯვებაში. ეჭვი არ გვეპარებოდა იმაში, რომ დავდებდით მაგარ შედეგს. იმიტომ, რომ პირველ ტურშიც მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას, მაგრამ არ გვეყო შედეგი 50%-იანი ბარიერის გადასალახად. საარჩევნო უბნები გაიხსნა ჩვეულებრივ 08:00 საათზე, ყველა წესის დაცვით, ექსცესების გარეშე და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. გამჭვირვალედ, დემოკრატიულად ჩაიარა ამ პროცესმა. ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით. მინდა მივულოცო ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”– განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

წინასწარი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში , თელავის მე-10 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებელი გამარჯვება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close