სამართალი

ლაგოდეხში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, FORD TRANSIT- ის მძღოლი ლაგოდეხი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახლაგაზტდა კაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close