მთავარი ამბები

რა ვითარებაში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი ახმეტაში, პანკისსა და მაღალმთიან სოფელში

0

კახეთის 4 მუნიციპალიტეტიდან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ახმეტაში, მათ შორის პანკისში, სადაც 5 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამ ოლქში კენჭისყრის პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში გრძელდება. დღეს საკუთარი არჩევანის გაკეთება მოუწევთ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებსაც. იქ საავტომობილო გზა ჩაკეტილია, ამიტომ გადასატან ყუთს მაღალმთიან დასახლებაში ვერტმფრენის საშუალებით ჩაიტანენ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ უამინდობის და ცუდი ხილვადობის გამო , ვეტრფერენის მიერ მაღალმთიან სოფელში კომისიის წევრების გადაყვანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. გადასატან ყუთზე ჯამში 47 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის 23 ადგილობრივი, ხოლო 24 მესაზღვრე.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალი დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუარიცხვებამდე იკეტება.

ამ პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი. ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებულია 30 ათას 157 ამომრჩეველი. საკუთარი არჩევანი საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 12%_ზე მეტმა უკვე დააფიქსირა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close