მთავარი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში, #1 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

0
თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საკუთარი არჩევანი თელავში, #1 საარჩევნო უბანზე  დააფიქსირა.
,,როდესაც ამომრჩეველი მოდის საარჩევნო უბანზე, ის ხმას აძლევს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 2020 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ იყო საკმაოდ მაღალი კონკურენცია, ხოლო პირველ ტურში ეს ნათელი გახდა, როგორც პროპორციული, ასევე, მაჟორიტარი კანდიდატების მიმართულებით.

ოპოზიციამ დაიჭირა უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო პოზიცია და არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში მიუთითებს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე და ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსგავსი ქმედებით უგულებელყოფენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას.”-აღნიშნავს კანდიდატი.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close