მთავარი ამბები

კახეთში, კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა

0

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 80 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან იყო და ის თელავის ერთ- ერთ საავადმყოფიში ცხელებით მოათავსეს. ჩატარებული ტესტის შედეგად კი COVID-19 დაუდასტურდა.

ვირუსზე მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა, ამიტომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილს არსებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით დაკრძალავენ.

ბოლო რამდენიმე კვირაში კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ეს მე- 17 შემთხვევაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close