თელავითვითმმართველობა

ლიეტუვის ელჩი ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა

0
საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა.

ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებაზე, თელავის ტურისტულ პოტენციალსა და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, ანდრიუს კალინდრამ თელავში, საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის სკვერი და ალავერდის მონასტერი მოინახულა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close