საზოგადოება

კახეთში, სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 1995 ლაბორატორიულად დადასტურებული ( PCR პლიუს სწრაფი ანტიგენის ტესტი) შემთხვევა

0

კახეთის რეგიონში COVID-19 შესახებ სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 1995 ლაბორატორიულად დადასტურებული ( PCR პლიუს სწრაფი ანტიგენის ტესტი) შემთხვევა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია:

ახმეტა -97 გურჯაანი -445 დედოფლისწყარო -165 თელავი – 594 ლაგოდეხი -195 საგარეჯო – 188 სიღნაღი – 124 ყვარელი -187.

აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 1589 ინფიცირებული, მათგან 133 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 1436 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 20 იმყოფება კოვიდ სასტუმროში, 392 პირი გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა. საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 64 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში -20 მოქალაქე, ხოლო სახლებში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 2064 მოქალაქე. ინფიცირებულთაგან უმრავლესობა სიმპტომიანი პაციენტებია. კახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 3 კოვიდ კლინიკა ( არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხი, თელავის რაიონული საავადმყოფო, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსი), 1 შერეული კლინიკა ( თელავის რეფერალური საავადმყოფო) და 2 კოვიდ სასტუმრო ( ტყუპების მარანი და ჰოლიდეი ინნ).

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close