საზოგადოება

კახეთში კორონავირუსის კიდევ 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი 67-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 1 965-ს მიაღწია.

რეგიონის მასშტაბით ეპიდსურათი ასეთია: ახმეტა – 93, გურჯაანი – 445, დედოფლისწყარო – 164, თელავი – 589, ლაგოდეხი – 175, საგარეჯო – 188, სიღნაღი – 124 და ყვარელი – 187.

რეგიონში 1,492 ადამიანი მკურნალობს, აქედან 1,339 ბინაზე, 20 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 133 კოვიდ-კლინიკაში. ჯამში 392 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

თვითიზოლაციაში ამ დრომდე რჩება 2,064, ხოლო საკარანტინო ზონაში 64 მოქალაქე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close