დღის ამბები

ბრიტანელი ქალი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად პარაშუტით გადმოხტა

ბრიტანელი ქალი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად პარაშუტით გადმოხტა

ბრიტანეთში, , ქალი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად თვითმფრინავიდან პარაშუტით, გადმოხტა.

პატრიცია ბეიკერი დედამიწიდან 3 მილის სიმაღლიდან გადმოხტა.

მისი თქმით, გადმოხტომაზე არ ღელავდა, რადგან ფორმაშია და ყოველ დილით 50 ჩაჯდომას აკეთებს.

მისი მოტივაციის მთავარი წყარო იყო ქველმოქმედებისთვის ფული შეგროვება.

“მაგარი იყო, ცოტათი საშიში, მაგრამ ძალიან მაგარი იყო”. – თქვა მან დაშვების შემდეგ.

მას ეს იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც მეგობარმა უთხრა, რომ სურვილების სია ჰქონდა – “მე ვთქვი, რომ ამაზე არ მიფიქრია, ამიტომ ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ერთ დიდ რაღაცას გავაკეთებდი. მე ყოველთვის მინდოდა პარაშუტით გადმოხტომა, თუმცა წლების განმავლობაში არასდროს გადმოვმხტარვარ”.

მისი ასაკის გამო ექიმმა არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რითაც მას პარაშუტით გადმოხტომის უფლებას მისცემდა, ამიტომ პატრიცია წავიდა პარაშუტით გადმოხტომის სპეციალურ ცენტრში, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით ჩააბარა.

პატრიციამ პარაშუტით გადმოხტომით 1500 ფუნტი შეაგროვა ქველმოქმედებისთვის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close