არჩევნებისაზოგადოება

,,აქტიურად განვაგრძობ საარჩევნო კამპანიას”-ირაკლი ქადაგიშვილი

0

საარჩევნო კამპანიას თელავის – ახმეტის – ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარობის  კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი კვლავ აქტიურად განაგრძობს და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. როგორს,ის სოციალურ ქსელში წერს, რჩება საარცევნო რეჟიმში და კიდევ ერთხელ, მოუწოდებს თანამოქალაქეებს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

,,აქტიურად განვაგრძობ საარჩევნო კამპანიას და ვაცხადებ სრულ მზაობას ღირსეული გამარჯვების მოსაპოვებლად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქისტაურში, ოჟიოსა და დუმასტურში გავმართე შეხვედრები ადგილობრივ მცხოვრებლებთან.

მოსახლეობასთან ერთად, უკვე განხორციელებულ პროექტებზე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ვიმსჯელეთ.
შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა 31 ოქტომბერს მიღწეულ შედეგზე. კიდევ ერთხელ, მოვუწოდე ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა ერთად განვამტკიცოთ მიღწეული გამარჯვება.
მიხარია, რომ ჩვენი მოსახლეობა შესანიშნავად ხედავს და აფასებს ქართული ოცნების ხელისუფლების მონაპოვარს, რასაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჰქვია.”- წერს, ირაკლი ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close