პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მეორე ტურისთვის აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს

0

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი მეორე ტურისთვის აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს.

ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტაბის წევრებს უკვე შეხვდა, სადაც სამომავლო აქტივობების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დღეს უკვე ვხვდები შტაბის წევრებს, ვისმენ მათგან იმ ანალიზს, რაც პირველი ტურის შედეგებისთვის გვაქვს. კონკრეტული სამოქმედო გეგმების საბოლოო შემუშავება და დამტკიცება ხდება, რათა მეორე ტური წარმატებით დავასრულოთ. ამასთან, აქტიურად გავარძელებთ მუშაობას ამომრჩევლებთან იმ პირობების გათვალისწინებით, რაც კორონავირუსის ფარგლებში ამოქმედებული პროტოკოლი გვიწესებს.

,,ქართული ოცნება“ აგრძელებს დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის აღმშენებლობისა და მათ შორის დემოკრატიული არჩევნების საბოლოოდა უნაკლო დადასრულადმდე მიყვანას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციური კანდიდატების მიერ მეორე ტურში არჩევნების მონაწილეობაზე უარის შესახებ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მათი ასეთი დამოკიდებულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების დამარცხება გარდაუვალია.

ირაკლი ქადაგიშვილმა, შტაბის წევრებსა და იმ ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close