განათლებასაზოგადოება

მანდატურები მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე მუშაობას განაგრძობენ

0

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე მუშაობას განაგრძობენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და ქუთაისში, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის – 144 მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან.

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მოქალაქეებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close