
გურჯაანში საბავშვო ბაგა- ბაღები დროებით დაიკეტება.
,,მეგობრებო, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი

სწორედ ამიტომ, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა- ბაღების დროებით დაკეტვის შესახებ.
მთელ გურჯაანის მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს მხოლოდ გურჯაანის #4 საბავშვო ბაგა- ბაღი, სადაც ჩარიცხულები იქნებიან მხოლოდ მომუშავე მშობლების შვილები.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ამ რთული პერიოდის მშვიდად გავლას”- ნათქვამია გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.