საზოგადოება
საგარეჯოში გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევიდან 17 თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელია

ბოლო რამდენიმე საათში კახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საგარეჯოში გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევიდან 17 პირი თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელია. მას შემდეგ რაც ქარხნის 5 თანამშრომელს დაუდგინდა ინფიცირება, 62 პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს;
45 თანამშრომელს კი ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება უკვე ჩაუტარდა.