პოლიტიკასაზოგადოება

თელავში, კომისიის თავმჯდომარე, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელს დაუპირისპირდა

0

თელავში მე-13 საარჩევნო უბანზე, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელს, კომისიის თავმჯდომარე დაუპირისპირდა. მიზეზი კი, დამკვირვებლის მხრიდან საარჩევნო პროცესში ვიდეოს გადაღება, არასწორი ფორმით დასახელდა. როგორც, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი, ნინო პოპიაშვილი აღნიშნავს, არ მომხდარა დამკვირვებლის მხრიდან არანაირი დარღვევა და აღნიშნავს, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს დამკვირვებლის მხრიდან წესების დაცვაც.

,, სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს მისცეს შენიშვნა, რომ საარჩევნო უბანზე ვიდეო გადაღების წესს არღვევდა, თუმცა ჩვენი წარმომადგენელი ყველანაირი წესის დაცვით მოქმედებდა. ამ დროისთვის “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი უბანზე დაკვირვებას კვლავ განაგრძობს.”-აღნიშნავს ნინო პოპიაშვილი.

mak.ge-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ თელავის მე-13 საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარის მხრიდან, ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ,  ფიზიკურად დაპირისპირეის მცდელობაც იყო.

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე სხვა დარღვევებიც იკვეთება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მე-13 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლებს არა რიგის მიხედვით, არამედ ანბანის მიხედვით, შერჩევითი პრინციპით ხდება.

ამავე უბანზე, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა, არა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, არამედ იუსტიციის სამინისტროდან გაცემული ერთჯერადი დოკუმენტით შეძლო.

აღნიშნულ უბანზე, არ არის დაცული სოციალური დისტანცია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close