დღის ამბები

გრემის სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

️კორონავირუსით გრემის სასულიერო პირი დაინფიცირდა. ვირუსი აღმოაჩნდა ყვარლის რეანიმაციის მედდას, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, გურჯაანის დასუფთავების და თავდაცვის სამინისტროს ერთ თანამშრომელს. კორონავირუსი დაუდასტურდა 2 სამართალდამცველს.

კორონავირუსი აღმოაჩნდა გურჯაანის საბავშვო ბაღის ერთ მასწავლებელს, ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ბაღი ამ ეტაპზე დაკეტილია. ვირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის დაწყებით პედაგოგს.

სტადიონარში მკურნალობს ერთი პაციენტი, წყარო დაუდგენელია. ამ კუთხით ეპიდემიოლოგები ახლაც მუშაობენ.

COVID-19 დაუდასტურდა სოფელ კისისხევის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც, რომელის კონტაქტების ნიმუშებს სპეციალისტები ხვალ აიღებენ.

სოფელ ერისიმედის კლასტერიდან კორონავირუსი დაუფიქსირდა ქალს, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ. ვირუსი აღმოაჩნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორსულ ქალსაც.

ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი მოძიებულია და მათი რიცხვი 89 – ს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close