ლაგოდეხი

 მიმდინარე წელს არეშფერნის თემში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

 მიმდინარე წელს არეშფერნის თემში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მიმდინარე წელს არეშფერნის თემში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სოფ. არეშფერანში ახალი ამბულატორია აშენდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 89 990 ლარი შეადგინა.  სოფ. ბებურიანი-ბოლქვის დამაკავშირებელი 1 448 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 298 000 ლარს შეადგენს. შიდა გზები მოიხრეშა სოფ. არეშფერანსა და სოფ. ზემო ბოლქვში.

წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 272 471.47 ლარია განსაზღვრული. სოფ. არეშფერანში (კაკლიანში) ჭაბურღილთან ერთად, წყალსადენი მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სოფ. ზემო და ქვემო ბოლქვში ჭაბურღილი, ხოლო სოფ. ქევხიანში სასმელი წყლის სათავის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

ნაპირსამაგრი დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მდინარე აფენის ხევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, მდინარე აფენზე კი საცალფეხო ხიდი უკვე გაკეთდა. სამუშაოების ღირებულებამ 285 366 ლარი შეადგინა.

გარე განათების ელექტრო გაყვანილობის ბოძები შეიცვალა და ახალი სანათები დამონტაჟდა სოფ. არეშფერანში. ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის მიზნით სოფ. ხოშატიანში საფეხბურთო სტადიონი მოეწყო. სოფ. არეშფერნის საჯარო სკოლაში კი სანიტარული კვანძები მოწესრიგდა.  ჯამში მიმდინარე წელს არეშფერნის თემში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 048 809.1 ლარი დაიხარჯება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close