ლაგოდეხი

ლელიანის თემში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 1111132.1 ლარი დაიხარჯა

ლელიანის თემში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 1111132.1 ლარი დაიხარჯა

ლელიანის თემში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 1111132.1 ლარი დაიხარჯა.როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, თითოეული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, სოფლად არსებული პრობლემების გაუმჯობესების მიზნით შეირჩა.
წელს ლელიანის თემში რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფ. ქალქვა-ნამესრალის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რისთვისაც 785 616 ლარი დაიხარჯა.
სოფ. ბებურიანში ჭაბურღილი მოეწყო და სასმელ წყლის მაგისტრალზე დაერთდა. სოფ. ბებურიანიდან სოფ. ბალღოჯიანის მისასვლელ გზაზე, მდინარე ინაბოტზე, ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო, ხოლო სოფ. ქალქვაში სანიაღვრე არხზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 135 204.55 ლარი შეადგინა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფ. ლელიანსა და სოფ. ნამესრალში ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროგრამის ფარგლებში მოიხრეშა სოფ. ბებურიანისა და სოფ. მეორე ლელიანში სავარგულებამდე მისასვლელი გზა, რომლის საერთო ღირებულება 170 733.55 ლარს შეადგენს.
სოფ. ლელიანის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 71 662.75 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს ლელიანის თემში ჯამში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close