ლაგოდეხი

ბაისუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბაისუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფ. ბაისუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ბაღი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მშენებლობის ღირებულება 762 280 ლარს შეადგენს და ის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
სოფ. პატარაგორში მე-2- ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. 2 797 გრძივი მეტრი გზის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 574 000 ლარი შეადგინა.
წყალსადენი მაგისტრალი მოწესრიგდა სოფ. მსხალგორში, სოფ. პატარაგორში კი სანიაღვრე არხი მოეწყო.
სოფ. ქვემო მსხალგორში ახალგაზრდებისათვის სკვერი და მინი სტადიონი მოეწყო. ფეხბურთის სტადიონის ღობე რეაბილიტირდა სოფ. ბაისუბანში. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 57 542.04 ლარია გამოყოფილი.
დასრულდა გარე განათებების სამონტაჟო სამუშაოები სოფ. ბაისუბანში.
სანიტარული კვანძი მოწესრიგდა სოფ. ბაისუბნისა და მსხალგორის საჯარო სკოლებში და სოფ. ბაისუბნის საბავშო ბაღში.
მიმდინარე წელს ბაისუბნის თემში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 606 298.2 ლარი დაიხარჯა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close