არჩევნებისაზოგადოება

რის გამო შეუძლიათ დაგატოვებინონ საარჩევნო უბანი

0

არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგეცემათ. ცენტრალური საარჩევო კომისიის ახალი დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ:

  • კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს; ხოლო კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ვალდებულია პირი არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში;
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

კორონავირუსით გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს კენჭისყრის შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი [ტემპერატურის გაზომვა]. ასევე:

  • ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას [5-წუთიან შუალედში]. განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში;
  • არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში განმეორებითი შემოწმების შემდეგ ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ამ პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე.

ცესკოს დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო [მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო] უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close