საზოგადოება

დღეს ახალმთვარეობაა

0
16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

 

16-ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა მთვა­რის 29-ე დღე. ეს რთუ­ლი ენერ­გი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დღეა. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. მშვი­დად მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას წა­გარ­თმევთ და მერე მისი აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­საც კი, გა­უგ­ზავ­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის სხი­ვი. ეს თქვენ უფრო წა­გად­გე­ბათ, ზო­გა­დად ეს წესი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ. ამ­გვა­რად ცუდი ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ვე­ლი­დან თა­ვი­სით გაქ­რე­ბა, რად­გან ის თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბა და თუ მას და­დე­ბითს გა­უგ­ზავ­ნით, თქვენ გვერ­დით ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით (10-15) ადრე აან­თეთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს იმ ყვე­ლაფ­რის­თვის (კარ­გიც და ცუ­დიც) რაც იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ადრე და­წო­ლას არ გირ­ჩევთ. და­ახ­ლო­ე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბი­დან 1 სა­ა­თი მა­ინც იყა­ვით ფხი­ზე­ლი.

თა­ვა­დაც იცით, რომ იდე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ახალმთვა­რე­ო­ბა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში მოგ­ვი­წო­დებს, და­ვა­ბა­ლან­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ვი­ყოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც და ოჯახ­შიც. და­ფიქ­რდით, რა მოვ­ლე­ნე­ბი გიშ­ლით ყვე­ლა­ზე მე­ტად ნერ­ვებს, რას გა­მოჰ­ყავ­ხართ წყო­ბი­დან (ბრა­ზი, წყე­ნაც) და ეცა­დეთ, მთე­ლი ენერ­გია მის მოგ­ვა­რე­ბა-და­რე­გუ­ლი­რე­ბას და­უთ­მოთ. არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ე­რი ლოც­ვა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ: ღმერ­თო, მო­მე­ცი სუ­ლი­ე­რი ძალა, მი­ვი­ღო ის, რისი შეც­ვლაც არ შე­მიძ­ლია, მო­მე­ცი სი­თა­მა­მე, რომ შევ­ცვა­ლო ის, რისი შეც­ვლაც შე­მიძ­ლია და მო­მე­ცი სიბ­რძნე, რათა შევ­ძლო და გა­ვარ­ჩიო ერთი მე­ო­რის­გან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close